სიახლეები
:: გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ❗️❗️❗️

📣📣📣ახალი კორონავირუსით (SARS CoV 2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID 19) დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები დასაქმებულთა ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით

❗️❗️❗️ყველა დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის, რომელზეც ვრცელდება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნა, დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს დასაქმებულთა უსაფრთხო ტრანსპორტირება შემდეგი წესების დაცვით:

🔵 მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებისას, მძღოლის ჩათვლით ნებადართულია 3 პირის გადაადგილება. ასეთ შემთხვევაში მგზავრების განთავსება უნდა მოხდეს მძღოლის უკანა სავარძელზე, შესაბამისი დისტანციის დაცვის შესაძლებლობის გათვალისწინებით;

🔵 M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით დასაქმებულთა გადაადგილების შემთხვევაში, სავარძლებზე მგზავრების განთავსება უნდა განხორციელდეს ჭადრაკისებურად;

🔵 ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულებისთანავე, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შიდა და გარე სახელურების დეზინფექცია;

🔵 ტრანსპორტით გადაადგილებისას, დასაქმებულები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ხელთათმანი, პირბადე, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი თვალის/სახის დამცავი ფარი);

🔵 M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი სითხე;

🔵 დამსაქმებელმა ან მისმა წარმომადგენელმა, უნდა უზრუნველყოს ტრანსპორტირებამდე დასაქმებულთათვის ინფორმაციის მიწოდება, დადგენილი სტანდარტების შესახებ და გააცნოს ჰიგიენური საშუალებების სწორად მოხმარების წესები;

🔵 ავტომობილით გადაადგილებისას, უნდა ხდებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონის ბუნებრივი ვენტილაცია;

🔵 გარკვეული პერიოდულობით მოახდინოს ხშირად გამოყენებული სამუშაო აღჭურვილობისა და სამუშაო ადგილების დეზინფექცია, სატრანსპორტო საშუალებების შიგნით არსებული ინვენტარის სანიტარული დამუშავება ყოველი შესრულებული სამარშუტო ხაზის შემდგომ, მაგრამ არაუმეტეს მგზავრების გადაყვანამდე 10 საათით ადრე;

🔵 გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური საშუალებების მოსაცილებლად, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებში უნდა არსებობდეს დახურული კონტეინერი;

🔵 M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისას, შესაძლებლობის გათვალისწინებით, უნდა მოეწყოს დროებითი დამცავი გამჭვირვალე ბარიერი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის კაბინასთან;

🔵 აღირიცხოს ყოველ ჯერზე ერთ ჯგუფად გადაყვანილი მგზავრები სახელების, გვარების და თარიღის მითითებით.